08:55 - 20 Jul, 2018
2018-01-02 23:10:55, 1207 ნახვა
თბილისს საჩუქრად MAN-ის ახალი ავტობუსი გადაეცა

თბილისს საჩუქრად “MAN”-ის ახალი ავტობუსი გადაეცა. საახალწლოდ გაფორმებული ავტობუსით დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ იმგზავრა და პირველ მგზავრებს ახალი წელი მიულოცა.

“კომპანია “MAN”-მა საჩუქად გადმოგვცა ერთი ახალი ლურჯი ავტობუსი და მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიას. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ავტოპარკის სრულად ჩანაცვლება, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. საახალწლოდ ეს საჩუქარი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ავტობუსი არის მორთული საახალწლოდ. დავდივართ დედაქალაქის ქუჩებში და ვულოცავთ გაჩერებებზე მომლოდინე ადამიანებს, დედაქალაქის მცხოვრებლებს ახალ წელს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

გერმანულმა კომპანია „Man Truck and Bus AG“-იმ დედაქალაქს ახალი ავტობუსი საჩუქრად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში გადასცა.

ახალი ავტობუსი ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე, ადაპტირებული და კომფორტულია, ისევე როგორც პროექტის ფარგლებში შეძენილი სხვა ავტობუსები.

ავტობუსის ღირებულება 190 000 ევროს შეადგენს.

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics