08:37 - 20 Jul, 2018
2017-12-29 21:07:01, 2279 ნახვა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, სამინისტროს გამოწვევები და მიზნები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, უწყებაში რეფორმების წარმატებული განხორციელებისთვის აუცილებელია საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და მხარდაჭერა.მან ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ღიაა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის, კრიტიკის, მოსაზრებებისა და წინადადებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სამართალდამცავი სტრუქტურის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის ამაღლებასა და საზოგადოების საჭიროებებზე მეტად ორიენტირებულობას.

შეხვედრაზე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან დაისვა შეკითხვები აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის საუბარი შეეხო საპოლიციო კონტროლს, ადამიანის უფლებების დაცვას, ნარკოპოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ მიმდინარე საკითხებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით.
 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics