08:34 - 20 Jul, 2018
2017-12-29 14:47:16, 1842 ნახვა
„უსამართლობა უნდა დასრულდეს“ - სასამართლოსთან ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციას მწერლები და პოეტი მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ პოეტს და "იმ ძალადობრივ სისტემას გმობენ, რომელიც აბუჩად იგდებს და ჩაგრავს, თავის მოქალაქეებს".

ადგილზე შეკრებილი მწერლები ითხოვენ, რომ იმ პირებმა, რომლებმაც რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პოსტი დატოვონ.

პოეტმა პაატა შამუგიამ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, ვიდეომასალების ნივთმტკიცებად მიღებასთან დაკავშირებით, სამარცხვინოა.

"სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როდესაც ფალსიფიცირებული კადრები, რომლებზეც კითხვის ნიშნები აღარ არის, მიიღო მტკიცებულებად და დაურთო საქმეს. ეს უსამართლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. აღარაფერს ვამბობ საზმაუს საქციელზე", - განაცხადა შამუგიამ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics