08:58 - 20 Jul, 2018
2017-12-29 13:36:11, 1631 ნახვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ხ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სანადირო თოფით შეიარაღებული, ნიღბიანი ბრალდებული ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში მდებარე მაღაზიაში შეიჭრა და სავაჭრო ობიექტის მფლობელს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა. შეშინებულმა ქალბატონმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა, რის გამოც ნ.ხ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ერთლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

(NS)







სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics