08:45 - 20 Jul, 2018
2017-12-29 12:27:14, 1443 ნახვა
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: ვიცი, რომ ჩემი შვილი სუფთაა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა რამაზ მაჩალიკაშვილი იმ  სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მის შვილს თავის არეში ესროლა:

 „დილას ვესაუბრე ექიმს, ისევ მძიმე რჩება მდგომარეობა, რომ ყოფილიყო  ჩემი შვილი რამეში გარეული და შემჩნეული, ჩემზე უკეთესად იციან მაგათ, ვინ ვინ არის, ვინ საიდან არის. ვიცი, რომ ჩემი შვილი სუფთაა. ჩემი მოთხოვნაა, სანამ ჩემს სიმართლეს დავადგენ, ვინც ჩემს შვილს ესროლა, ის სასამართლოს წინაშე წარსდგეს“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. უფრო კონკრეტულად, სუს-ში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის ამოქმედება სურდა, რა დროსაც მის მიმართ გასროლა მოხდა. მაჩალიკაშვილი თბილისში სამკურნალოდ გუშინ გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics