22:05 - 22 Jul, 2018
2017-12-28 17:28:30, 1644 ნახვა
ჩუგოშვილი: პროკურატურა რატიანის საქმეზე იძიებს იყო თუ არა გადაცდომა და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება

 „პროკურატურა იძიებს იყო თუ არა სამართალდამცავების მხრიდან რაიმე გადაცდომა და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება ისევე, როგორც ზოგადად, სამართალდარღვევასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, ვინ არის სამართალდამრღვევი შესაბამისი სამართლებრივი შედეგები დგება",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პოეტ ზვიად რატიანის საქმეს.

„მე რამდენადაც ვიცი, არის სასამართლოზე წარდგენილია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, არა მხოლოდ ეს ვიდეო ჩანაწერი  და შესაბამისად, ერთი მხრივ, სასამართლომ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პროკურატურა კი გამოიძიებს თუ სამართალდამცავთა მხრიდან იყო რაიმე დარღვევა."- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics