08:32 - 20 Jul, 2018
2017-12-28 17:20:53, 2818 ნახვა
ჩუგოშვილი: ვმუშაობთ, რომ ჟენევის ფორმატი იყოს უფრო აქტიური და შედეგიანი, ვიდრე აქამდე იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსეთთან თანამშრომლობის ერთადერთი ფორმა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით კომუნიკაციისთვის იყენებს, ჟენევის ფორმატია.

„პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოსი რუსეთთან პოლიტიკურ თემებზე, მე ვფიქრობ, რომ არის შეუძლებელი. ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა. რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ერთადერთი ფორმა, რომელსაც მათთან კომუნიკაციისთვის ვიყენებთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით და დახმარებით ჟენევის ფორმატი. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი იყოს უფრო აქტიური და შედეგიანი, ვიდრე ის  აქამდე იყო",-  განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics