08:41 - 20 Jul, 2018
2017-12-27 23:35:43, 966 ნახვა
28 დეკემბრის ანონსი

11:00 საათზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტი „ველო სანტები“ აიღებს სტარტს, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: პეკინის ველო ბილიკი; სტარტი არქივის შენობიდან
საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ საგანელიძე 593 61 66 70

11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ნუგზარ წიკლაურის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს" შეხვდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

12:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა - სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის რეგულაცია
მისამართი: თბილისის მერია(20-ე სართული), შარტავას ქუჩა #7

12:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” ბორდის ახალი წევრების და სამომავლო მიზნების პრეზენტაციას გამართავს.

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

13:00 საათზე, გორში 445 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა. ბინების გადაცემის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრებიან.
მის.: გორი, გ. ანწუხელიძის ქ. N1

14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტი იმერეთის რეგიონის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების და დღის ცენტრების ბენეფიციარებს საახალწლო სპექტაკლზე უმასპინძლებს. სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემენ.
მის: ქუთაისი, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

17:00 საათზე, ქართველი გამომცემლები, მწერლები და მთარგმნელები კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად ყველა იმ მიმართულების მენეჯერის ანგარიშს მოუსმენენ, რომლებიც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის პროექტში არიან ჩართულები.
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 72 20 16

18:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში წლის საქმიანობას შეაჯამებს, „ნომინანტები და ნომინაციები - 2017“ გამოავლენს და საჯარო და კერძო ინსტიტუტებს, სასამართლო ინსტანციას და ჟურნალისტთა კორპუსს დაჯილდოებს.
მის.: ლ. გუდიაშვილის ქ. #7
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics