09:02 - 20 Jul, 2018
2017-12-27 15:31:05, 2153 ნახვა
პარლამენტის ბიურომ ორი ახალი ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ბიურომ საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით 2 ფარქციის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა.

ფრაქციებს - "ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის" და "ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის" ერქმევა. ფრაქცია "ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის" 11 წევრისგან შედგება და მას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის წევრები იქნებიან: ირაკლი ხახუბია, პაატა მხეიძე, ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე და იოსებ მაკრახიძე.

ფრაქციის  "ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის"  თავმჯდომარე კი ბიძინა გეგიძე იქნება. ფრაქციაში ჯამში   7 დეპუტატი შედის: ლევან გოგიჩაიშვილი,  კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე და ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი.

ორი ახალი ფრაქციის ფორმირებით, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში რვა ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics