15:21 - 18 Dec, 2018
2017-12-09 17:47:42, 4970 ნახვა
კომპანია Apple-ი Shazam-ს ყიდულობს

ამერიკული კომპანია Apple-ი პლატფორმა Shazam-ს შეიძენს, - ამის შესახებ Recode სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  კომპანიის მიერ პლატფორმის შესყიდვის შესახებ სავარაუდოდ მომავალ კვირაში განაცხადებენ.

მედიის ცნობით, Apple-ი Shazam-ს 400 მილიონ დოლარად შეიძენს. აღსანიშნავია, რომ მანამდე პლატფორმის საფასური ერთი მილიარდი დოლარი იყო.

გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არც ერთი კომპანიის წარმომადგენელს  არ გაუკეთებია. 

სააგენტო წერს, რომ Apple-ი სავარაუდოდ, საკუთარ iOS-ს სისტემაში Shazam-ის ინტეგრირებას შეეცდება.

ცნობისთვის, Shazam-ი მუსიკის ამომცნობი აპლიაციაა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დაწესებულებები, რომლებიც 4 დღეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ - ღამის საათებში რეიდები ტარდება
შსს-მ მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics