00:35 - 23 Jul, 2018
2017-12-07 19:22:56, 2407 ნახვა
საქართველოს საგარეო უწება ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალად აღიარებს ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანად მოხდეს.

"ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულს მსოფლიოს მასშტაბით დიდი კრიტიკა მოჰყვა. აღმოსავლეთ იერსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, ხოლო პალესტინაში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics