22:01 - 22 Jul, 2018
2017-12-07 19:03:28, 979 ნახვა
ტრამპის გადაწყვეტილების გამო, პალესტინაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

იერუსალიმთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, პალესტინაში საყოველთაო გაფიცვა მოჰყვა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გაფიცვის გამო ქვეყანა პარალიზებულია. პალესტინის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით დაიხურა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება.

გარდა ამისა, გაფიცვის ფარგლებში დაიხურა მაღაზიები.

ამასთან, პალესტინელებმა, პროტესტის ნიშნად საშობაო ნაძვის ხეები ჩააქრეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულ ფაქტს მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა ტრამპი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის შეფასებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია. ამასთან, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ახალი ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics