22:03 - 22 Jul, 2018
2017-12-07 18:00:31, 998 ნახვა
პეტრიწის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე №186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სკვერში პროექტის ფარგლებში, ბავშვებისათვის საქანელა, სასრიალო და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდა. გაკეთდა საჩრდილობელი, ძველი სკამები და სანაგვე ურნები კი ახლით შეიცვალა.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით სამუშაოები შპს „ჯეო პარკ“-მა განახორციელა.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე დიდი დიღმის მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. 

გამგებელმა რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ ისაუბრა და მოსახლეობასთან ერთად რამდენიმე პროექტი, მათ შორის,  გზის რეაბილიტაცია, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობა დაგეგმა.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics