08:41 - 20 Jul, 2018
2017-12-07 17:38:50, 914 ნახვა
კრემლი მიიჩნევს, რომ იერუსალიმთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება, რეგიონში სიტუაციას ართულებს

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმთან დაკავშირებით, რეგიონში არსებულ სიტუაციას უფრო მეტად ართულებს, - ამის შესახებ Ria იუწყება.

"შეშფოთებულები ვართ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით. ვთვლით, რომ იერუსალიმის ესრაელის დედაქალაქად აღიარება, რეგიონში არსებულ სიტუაციას უფრო გაამძაფრებს. გარდა ამისა, ის არ შეუწყობს ხელს ურთიერთობების დარეგულირებას", - განაცხადა პესკოვმა.

ტრამპის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონის მიერ ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის განზრახვით სერიოზულად აღშფოთებულია.

"ჩვენ იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის საიმედო დარეგულირება უნდა იყოს მიღწეული საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც პალესტინის ტერიტორიების სტატუსის ყველა ასპექტის მოგვარებას, მათ შორის იერუსალიმის სენსიტიური საკითხის მოგვარებას ითვალისწინებენ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics