00:33 - 23 Jul, 2018
2017-12-07 17:25:11, 1030 ნახვა
ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი სახურავზე ყოფნის დროს გაცივდა - მას ხმა არ აქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახურავზე ყოფნის დროს გაცივდა, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

"ის ნამდვილად ცუდად გრძნობს თავს. როდესაც მას აკავებდნენ, მას სახურავზე ყოფნა მოუწია რა დროსაც გაცივდა. რამდენადაც ვიცი მას ხმა არ აქვს. გუშინ დილით თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მაქვს ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა რა სიმპტომები აქვს, არ ვიცი", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მანამდე სპეცრაზმელები სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას აწარმოებდნენ, რა დროსაც ყოფილი პრეზიდენტი შენობის სახურავზე იმყოფებოდა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics