00:32 - 23 Jul, 2018
2017-12-07 16:40:20, 1105 ნახვა
ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება

სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების შემდეგ, საქართველოში ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება.

ამასთან, კანონის ამოქმედებამდე საჭეგადატანილი ავტომობილები, 2018 წლიდან ტექნიკურ ინსპექტირებას სხვა ავტომანქანების მსგავსად გაივლიან, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით  გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ.

მნიშვნელოვანია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა იცოდნენ, რომ  არავითარი დამატებითი სირთულეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არ შეექმნებათ (მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება). მიდგომა ყველასთვის ერთნაირია - მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

აღსანიშნავია, რომ საჭეგადატანილი და მარჯვენასჭიანი ავტომობილიბის შემოყვანა უცხოეთიდან არ იკრძალება, თუმცა ავტომობილის მფლობელს უნდა ჰქონდეს ოფიციალური მოწმობა, რომ საჭის გადატანა ქარხნული წესით მოხდა.

 

ამავე თემაზე:

რომელი კატეგორიის ავტომობილებისთვის ამოქმედდება ტექნიკური ინსპექტირება 2018 წელს

რა ვადებში მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა

რა ეღირება ტექნიკური ინსპექტირება და რა პროცედურის გავლა მოუწევთ ავტომფლობელებს​



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics