00:32 - 23 Jul, 2018
2017-12-07 14:33:41, 987 ნახვა
მიხეილ ჩხენკელი: სკოლის დირექტორების პასუხისმგებლობა არ დგას, რადგან გამოძიება დასრულებული არ არის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხელ ჩხნეკელის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე, 51-ე და 53-ე სკოლის დირექტორების პასუხისმგებლობის  საკითხი არ დგას:

"ველოდებით გამოძიების დასრულებას, გამოძიება გამოავლენს ყველა ფაქტს და შემდეგ, ვისაც მიუძღვის ბრალი ამ სიტუაციაში, ყველას მოეთხოვება პასუხი. კონკრეტულად დირექტორებთან მიმართებაში პასუხისმგებლობა არ დგას, რამეთუ გამოძიება დასრულებული არ არის", - განაცხადა ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics