00:32 - 23 Jul, 2018
2017-12-07 14:29:54, 989 ნახვა
მიხეილ ჩხენკელი: სკოლებში პროფესიონალი ფსიქოლოგები იქნებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში პროფესიონალი ფსიქოლოგები იმუშავებენ.

ჩხენკელის  თქმით, იმისათვის, რომ ყველა სკოლა მოიცვან, პროცესში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტებიც ჩაერთვებიან:

"მქონდა შეხვედრა ფსიქოლოგების ჯგუფთან, ცნობილ ფსიქოლოგებთან, რომლებიც ბავშვების ფსიქოლოგიით არიან დაკავებულები, ამ კუთხით აქვთ კვლევები, სამუშაო გამოცდილება და ძალიან საინტერესო გეგმები დავსახეთ, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების, მათი მშობლების ინფორმირებულობის კუთხით. სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები. იმისთვის, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ, პროფესიონალებთან ერთად, ჩართულნი იქნებიან ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები. ვსაუბრობ საუკეთესო წარმომადგენლებზე. ისინი ჩაერთვევიან ამ მნიშვნელოვან პროცესში", - განაცხადა ჩხენკელმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics