22:12 - 22 Jul, 2018
2017-12-07 14:18:15, 920 ნახვა
გახარიას განცხადებით, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ე.წ. უბნის ინსპექტორები არ ჩაერთვებიან

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. უბნის ინსპექტორები სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში არ ჩაერთვებიან.

გახარიას თქმით, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, სტრუქტურულ რეფორმებს საჭიროებს:

„სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს  უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დღეს  საჭიროებს სტრუქტურულ  რეფორმებს და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამიტომ, იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა  თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან სკოლაში წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics