00:33 - 23 Jul, 2018
2017-12-07 13:38:45, 937 ნახვა
მიხეილ ჩხენკელი: საპატრულო პოლიციის დანიშნულება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერება მოხდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპატრულო პოლიციასა და მანდატურებს შორის მჭიდრო კავშირი დამყარდება:

“საპატრულო პოლიციის დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახლებში ბრუნდებიან. უწყებათშორისი ჯგუფი უკვე შეიკრიბა, კონკრეტული დეტალები, როგორ მოხდება პატრულირება, გაცნობებთ. ჩვენი მიზანია, რომ უკლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო და საქართველოს მასშტაბით გაკონტროლდეს. როგორი მარშრუტი იქნება პატრულირების, ამაზე მიდის მუშაობა", - განაცხადა ჩხენკელმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics