00:34 - 23 Jul, 2018
2017-12-07 13:09:08, 1069 ნახვა
პრემიერი: უმრავლესობის დეპუტატისგან ასეთ სენსიტიურ საკითხზე ასეთი მოსაზრებების ღია წერილით დაფიქსირება მიუღებელია

 „უმრავლესობის ფარგლებში, ასეთი საჯარო წერილების მიწერა და განცხადებების წერა ჩემთვის მიუღებელი ფორმაა”,-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის მიმართვას, რომ კვირიკაშვილმა  დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ, მხარი დაუჭიროს.

პრემიერის თქმით, ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს:

“საკითხი არის ძალიან სენსიტიური და, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება მიუღებელი ფორმაა",- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და მას მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას  მხარი დაუჭიროს.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics