06:10 - 23 Apr, 2019
2017-12-07 11:59:03, 1285 ნახვა
საქართველოს საკონსულო, მასშტაბური ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში კალიფორნიის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საკონსულო კალიფორნიასი მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს ადგილობრივი ხელისუფლების საევაკუაციო გეგმა შეასრულონ.

"კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს - 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722.

ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire" - წერია საკონსულოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში ტყის ხანზარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ტყეში სწრაფად ვრცელდება. ხანძარს ამ დროისთვის, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის დაწყებიდან უსაფრთხოების მიზნით 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics