00:34 - 23 Jul, 2018
2017-12-07 12:04:54, 1344 ნახვა
კიევის სასამართლომ სააკაშვილის მხარდამჭერ სევერიონ დანგაძეს პატიმრობა შეუფარდა

კიევის სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს, სევერიონ დანგაძეს  აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანი ლარისა სარგანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სარგანი წერს, დანგაძის წინააღმდეგ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას გულისხმობს.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსა და სააკაშვილის საუბრის 30-წუთიანი ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელსაც წინ უძღვის სხვა საუბრების აუდიო და ვიდეოჩანაწერები. მათ შორისაა, სავარაუდოდ, სააკაშვილის მოკავშირის სევერიან დანგაძის და კურჩენკოს წარმომადგენლის საუბარიც. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, "კურიერი" დანგაძეს ფულს გადასცემს.







სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics