00:35 - 23 Jul, 2018
2017-12-06 16:39:57, 440 ნახვა
ფურტიოში ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ფურტიოში თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაგა-ბაღი გახსნა.

პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა.

ბაგა-ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, დასაქმებულია 16 ადგილობრივი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ზაზო“ასრულებდა, რომლის მშენებლობაზეც 168. 000 ლარი დაიხარჯა.

შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით და ტექნიკით.

დღეის მდგომარეობით შუახევში 10 ბაგა-ბაღია მოქმედი.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics