00:34 - 23 Jul, 2018
2017-12-06 14:02:34, 391 ნახვა
კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის მიმწოდებელი ობიექტების პერსონალს ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტრენინგები კურორტზე სერვისის გაუმჯობესებისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის მიზნით გამართა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა, როგორებიცაა სტუმართმასპინძლობის ზოგადი პრინციპები, ტურისტის უსაფრთხოება, მასტერკალასებისა და ექსკურსიების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტების და შეთავაზების დამუშავება.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილე საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და კურორტ „გოდერძი’-ს განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ასევე, გააცნეს მომსახურების ძირითადი წესები,  სტანდარტები, ტურისტების ტიპები, მახასიათებლები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ჰიგიენური ნორმები და საოჯახო სახლების დასუფთავება-დალაგების სტანდარტების სპეციფიკა.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის თქმით, ძალიან ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები გამოვიდა.

„კურორტზე არსებული კვებისა და განთავსების ობიექტების პერსონალი აქტიურად ჩაერთო სწავლების პროცესში. ისინი მოტივირებულები არიან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ, რაც ტურისტებისთვის კურორტზე დასვენებას უფრო კომფორტულს გახდის. შემდეგი წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში უფრო ინტენსიურ ტრენინგებს გეგმავს აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“,- აღნიშნა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

(NS) 

 

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics