22:04 - 22 Jul, 2018
2017-12-06 10:23:18, 1108 ნახვა
შსს-მ ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ე. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა მან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 10 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ 996 აბი მიჰყიდა, რომლის საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 50,2697 გრამია.

პოლიციამ ფული და დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით).

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics