00:34 - 23 Jul, 2018
2017-12-05 22:00:00, 622 ნახვა
6 დეკემბრის ანონსი

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, სატუმრო „თბილისი მარიოტში“ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშს წარადგენს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის უფლების დაცვის ხელშეწყობას შეეხება. 

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართავენ. 

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმიტირებული სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

6 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. 
მის.: ქუთაისი, პარლამენტის სხდომათა დარბაზი.

6 დეკემბერს, 12:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინება „UNESCO"-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრშიშეტანილი ქართული სახარება-პალიმფსესტი.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/ პეკინის გამზ. #40

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, „რუსთაველის“ მეტროსთან, ”ნაციონალური მოძრაობა” უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ”ღირსების მანიფესტაციას” გამართავს. 


6 დეკემბერს, 17:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის საჯარო ლექცია გაიმართება.
მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი

6 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრში - Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც ტრადიციულად გამოვლინდება გამარჯვებულები განსხვავებულ ნომინაციებში. დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან: პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics