09:02 - 20 Jul, 2018
2017-12-05 13:26:57, 1124 ნახვა
პროკურატურა სააკაშვილზე: დღევანდელ მოვლენებზე უკრაინის პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას  გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისთვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ.

რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, პროკურატურაში ამბობენ, რომ ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისთვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ.რაც შეეხება დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics