15:46 - 18 Jun, 2018
2017-12-04 14:36:25, 7797 ნახვა
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება

დღეს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართება.

მერიის ინფორმაციით, სახლ-მუზეუმში  სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლიდან  მიმდინარეობდა. საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია.

რეექსპოზიციის პროექტის მიზანია კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად და მიმზიდველი აქციოს დამთვალიერებლისათვის.

XIX საუკუნის მემორიალური შენობა თბილისის ერთ-ერთ ძველ კოლორიტულ კალა-უბანში, ისტორიული ძეგლებითა და მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით გამორჩეული მნიშვნელოვანი ადგილია. 

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ UNESCO ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics