08:35 - 18 Jul, 2018
2017-11-23 11:17:32, 2424 ნახვა
პატრიარქმა მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა, - ამის შესახებ ბრძანება პატრიარქმა ქაშუაეთში, სადღესასწაულო  წირვის დაწყებამდე წაიკითხა.

როგორც ილია მეორემ განმარტა, აღნიშნული ბრძანება დღეს დაიწერა. გარდა ამისა, ილია მეორემ მრევლს მიმართა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. 

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



19 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
შსს-მ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა
„რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას“ - სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics