19:27 - 19 Jul, 2018
2017-11-15 10:34:57, 940 ნახვა
პრემიერი: სტრუქტურული რეფორმა მართვის ხარისხში მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მოიტანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, დაანონსებული სტრუქტურული რეფორმა მართვის ხარისხში ძალიან მნიშვნელოვან  თვისობრივ  ცვლილებებს მოიტანს. მან ასევე მამუკა ბახტაძესა და მიხეილ ჩხენკელს ახალ პოზიციებზე  დანიშვნა მიულოცა. ისინი მთავრობის სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან.

 „მინდა მივულოცო მიხეილს და ასევე მამუკას ჩვენი გუნდის წევრობა, თუმცა მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა, მიხეილი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე და მინდა, წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს”,-განაცხადა პრემიერმა.

მან  ასევე  მადლობა გადაუხადა შს ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და განათლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას. პრემიერმა მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics