04:00 - 22 Jun, 2018
2017-11-15 10:27:40, 739 ნახვა
პრემიერი: მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთხმად აღიარეს, რომ მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა

„დარწმუნებული ვარ, ეს სამეცნიერო მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ჩვენ ქართული ღვინის და საქართველოს მეღვინეობის შესახებ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მსოფლიოში აღიარებული მეცნიერებისა და მკვლევარების დასკვნას ქართული ღვინის შესახებ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მუშაობდა.

„დარწმუნებული ვარ, ყველას გიხარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, კერძოდ - აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან, დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა. ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ძალიან პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველო ამ სტატუსით წარმდგარიყო. ეს ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია, ძალიან დიდ სიამაყეს ანიჭებს საქართველოს და საქართველოს ყველა მეგობარს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ფაქტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics