03:59 - 22 Jun, 2018
2017-11-14 15:10:17, 797 ნახვა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მისასალმებელი სიტყვით გამოვა

29 ნოემბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე  ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰადუკი მისასალმებელი სიტყვით გამოვა.

აღსანიშნავია,  რომ ჰუდაკი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს.

ის იყო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირის უფროსი შუამავალი ფინანსურ საკითხებში ევროკავშირის საბჭოში. 

2015-2016 წლებში იგი იყო სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი.

ჰუდაკი  ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და სლოვაკეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი იყო  ევროპის სტაბილურობის მექანიზმის მმართველთა საბჭოში.

ვაზილ ჰუდაკი ასევე, J.P. Morgan Chase-ში იყო აღმოსავლეთ ევროპის სახალხო სექტორის უფროსი მრეწველობის დარგში და მუშაობდა აშშ-სა და ევროპის “Citi Group”- სა და აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის ფილიალებში.

ჰუდაკმა კარიერა  ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო.

ვაზილ ჰუდაკი  მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტსა და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში სწავლობდა.

(NS) 



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics