03:58 - 22 Jun, 2018
2017-11-14 14:20:55, 772 ნახვა
გიორგი ტყემალაძე: ვიქნები გარანტი, რომ ყველა პროცესი ღია და გამჭვირვალე იყოს

თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში მათ წარმატებები უსურვა:

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის. სრულად ვაცნობიერებ, თუ რა პასუხისმგებლობა დამეკისრა. მინდა, მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს მაღალი ნდობა, რომელიც საზოგადოებამ გამოგიცხადათ, მინდა, მოგილოცოთ 21 ოქტომბრის ძალიან წარმატებული არჩევნები. მინდა, მივულოცო თბილისის ახალ მერს არჩევა. ის წარმატებული იყო თავის საქმიანობაში და კიდევ უფრო წარმატებული იქნება მერის პოზიციაზე. მე ვიქნები გარანტი, რომ ყველა პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე“,-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულო დღეიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics