03:59 - 22 Jun, 2018
2017-11-14 11:53:49, 777 ნახვა
დავითაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: ქვეყანაში მმართველობა უფრო ეფექტიანი უნდა იყოს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

მინისტრის შეფასებით, ხელისუფლება ბევრი წარმატებული, ევროპული ქვეყნის გამოცდილებას იზიარებს.

"პრემიერმა ამაზე ისაუბრა, გადაწყვეტილებები მიღებულია გამომდინარე იქიდან რომ მმართველობა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს უფრო ეფექტური. საუბარია იმაზე რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ბევრი წარმატებული, ევროპული ქვეყნის გამოცდილებას. ის მიმართულებები, რომელიც ორგანულად არის ახლოს ერთი მენეჯმენტის ქვეშ უნდა იყოს. ამიტომ, იგივე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია. ბევრი ქვეყნის პრაქტიკა არის ასეთი. უფრო მნიშვნელოვნად და ეფექტიანად დროში დაჩქარებულად სწორად მართვა შეიძლება ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ",-განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება ოპტიმიზაციას, მინისტრი ამბობს, რომ ეს ძირითადად ადმინისტრაციულ ნაწილში მოხდება.

"საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მალე დაიწყება. შემდგომ გარკვეული დრო სჭირდება ამას. ამ პერიოდში ჩვენ მოვამზადებთ ოპტიმიზაციის და გაერთიანების გეგმას. ეს გულისხმობს გაძლიერებას ყველა ფუნქციური მიმართულების და არამც და არამც დასუსტებას. ჩვენ შევძლებთ ბევრი სასოფლო- სამეურნეო გარემოს დაცვითი ფუნქციის გაერთიანებას, მაგრამ როდესაც საუბარია ოპტიმიზაციაზე, საკადრო ცვლილებებზე და რესურსების განაწილებაზე, რა თქმა უნდა ეს ფუნქციურ მიმართულებებს არ ეხება. ოპტიმიზაცია ძირითადად  ადმინისტრაციულ ნაწილში მოხდება",-დასძინა ლევან დავითაშვილმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics