03:56 - 22 Jun, 2018
2017-11-13 15:55:54, 979 ნახვა
ჯანელიძე: ვიქტორ დოლიძე არის ჩვენი გუნდის ღირებული ნაწილი, შესაბამისად, ის დარჩება გუნდში

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიქტორ დოლიძე გუნდის წევრად რჩება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემდგომ ნაბიჯებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

”ვიქტორ დოლიძე არ არის გათავისუფლებული თანამდებობიდან. ის საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე მინისტრის მოვალეობებს ასრულებს. ვიქტორ დოლიძე არის ღირებული ნაწილი ჩვენი გუნდის, შესაბამისად, ის ინფორმირებული და ჩართული იყო ცვლილებების შემუშავების პროცესში. ვიქტორ დოლიძე დარჩება ჩვენი გუნდის წევრად. ბატონ ვიქტორ დოლიძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ის არა მხოლოდ სახელმწიფო აპარატს, არამედ პარლამენტში შესაბამის კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა და მას ასევე აქვს დიდი დიპლომატიური გამოცდილებაც. ის არის ჩვენი სისტემის ღირებული წევრი. მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ თავისი გამოცდილება და რესურსი გამოიყენოს. დოლიძის შემდგომ ნაბიჯებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ რაც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. ის არის გუნდის წევრი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics