03:57 - 22 Jun, 2018
2017-11-13 12:49:25, 1233 ნახვა
ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 370 ადამიანი დაიღუპა - მსხვერპლი ერაყშიც ფიქსირდება (ვიდეო)

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Presstv იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად თითქმის 4000 ადამიანი დაშავდა.

როგორც სააგენტო წერს, მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. მისი სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდას შეადგენდა. რყევები თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ლიბანში, ისრაელსა და ქუვეითშიც იგრძნობოდა. 

მედიის ცნობით, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ერაყს, იქ მიწისძვრას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 130 დაშავდა. ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ რიცხვი გაიზარდოს.







სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics