03:57 - 22 Jun, 2018
2017-11-11 17:16:56, 1166 ნახვა
ტრამპი: პუტინისთვის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდება შეურაცხმყოფელია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ ბრალდება რუსეთის პრეზიდენტისთვის შეურაცხმყოფელია.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის პუტინის სიტყვას ენდობა და სჯერა, რომ რუსეთი არჩევნებში არ ჩარეულა.

„მე მას ვკითხე და მითხრა, რომ არ ჩარეულან. ყოველთვის, როდესაც მე მხედავს, მეუბნება: მე ეს არ გამიკეთებია. მე მართლა მჯერა, რომ ეს ასეა. მგონი, ეს მას ძალიან შეურაცხყოფს, რაც ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი დემოკრატებმა წამოიწყეს“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მსგავსი ტიპის ბრალდებები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ვნებს.

ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრის დროს უფრო მნიშვნელოვანია სირიის და უკრაინის საკითხების განხილვა, ვიდრე მასთან კამათი. 

ცნობისთვის, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში შეხვდა. პრეზიდენტების დატვირთული განრიგის გამო, პირისპირ შეხვედრა არ გამართულა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics