04:00 - 22 Jun, 2018
2017-11-11 13:12:20, 878 ნახვა
ტრამპი და პუტინი „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო განადგურებაზე შეთანხმდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა დონალდ ტრამპმა ვიეტნამში გამართულ სამიტზე განაცხადეს, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მანამ უნდა იბრძოლონ, სანამ ორგანიზაცია ბოლომდე არ განადგურდება, - ამის შესახებ Ria კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გარდა ამისა, ორივე ქვეყნის ლიდერი დარწმუნებულია იმაში, რომ სირიამ საკუთარი დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს და არ დაკარგოს ტერიტორიები. პრეზიდენტები თვლიან, რომ სირიის კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდეს და მისი დარეგულირება ჟენევის პროცესის ფარგლებში უნდა მოხდეს.

"პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ არსებულ სამხედრო საკომუნიკაციო არხებს აშშ-სა და რუსეთის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აგრეთვე იმაზე, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში მომუშავე პარტნიორთა ძალების საშიში ინციდენტებისგან პრევენციას მოახდენენ. ამ ასპექტში თანამშრომლობა "ისლამური სახელმწიფოს" საბოლოო განადგურებამდე გაგრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავდროულად, ორივე პრეზიდენტი დარწმუნებულია იაში, რომ სირიამ საკუთარი დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს და არ დაკარგოს ტერიტორიები. ბოლოს კი, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გაერო-ს წევრ ყველა ქვეყანას მოუწოდეს, რომ უახლოესი თვეები განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მხრივ თავიანთი წვლილი შეიტანონ, რათა სირიაში ადამიანების ტანჯვა შემცირდეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია, ერთმანეთთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა შეათანხმეს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics