19:28 - 19 Jul, 2018
2017-11-11 12:38:27, 1089 ნახვა
უკრაინის სასაზღვრო სამსახური ნიკოლოზ სააკაშვილის დაკავების მიზეზებს განმარტავს

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური, გუშინ ბორისპოლის აეროპორტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის დაკავებას ეხმაურება.

როგორც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ სლობოდიანმა აღნიშნა, აეროპორტში თბილისიდან ჩასულ არასრულწლოვანს, არც ერთი ახლო ნათესავი ან უფლებამოსილი სხვა პიროვნება არ დახვედრია.

"არასრულწლოვანის მამის, მიხეილ სააკაშვილის აეროპორტში მისვლის შემდეგ, მესაზღვრემ საზღვრის კვეთის ფაქტი გააფორმა და მგზავრი მამას გადასცა", - განაცხადა სლაბოდიანმა და დასძინა, რომ დაცვის წარმომადგენელი საზღვარზე უსაფრთხოების მიზნით არ შემოუშვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის შვილი ბორისპოლის აეროპორტში რამდენიმე საათით დააკავეს, ხოლო მისი მცველი საზღვარზე არ შეუშვეს და საქართველოში გამოაბრუნეს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics