19:05 - 21 Jul, 2018
2017-11-10 18:41:33, 1183 ნახვა
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტსა და ინოვაციების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტსა (MIT) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში 2018 წლის იანვარში  Global Teaching Lab-ის  სამკვირიანი პროექტი დაიწყება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს MIT-ის სტუდენტები ესტუმრებიან და   ქართველ ტრენერებს სამი სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარებენ ტრენინგს:

1.         არდუინოს პროგრამირება (Arduino programming);

2.         ლითელბითსის კონსტრუქტორი (LittleBits Electronics);

3.         ლეგოს კონსტრუქტორი (Lego Education Mindstorms EV3)

სემინარების ციკლი მომავალში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, გადამზადებული ტრენერები მასტერკლასებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებენ.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics