19:18 - 21 Jul, 2018
2017-11-10 18:26:51, 1465 ნახვა
ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო

ხარაგაულში ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო. 

უწყების ინფორმაციით, უკვე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზა.

როგორც ოჯახი, ისე არასამთავრობო სექტორი ითხოვდა, რომ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად,  სწორედ პროკურატურას ეწარმოებინა, ვინაიდან საქმეში პოლიციელები ფიგურირებენ.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ხარაგაულში მცხოვრებმა  ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, მომხდარის მიზეზი სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლა გახდა.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics