19:00 - 19 Jul, 2018
2017-11-10 18:06:28, 1222 ნახვა
იუნესკოს ახალ გენერალურ დირექტორად ოდრი აზულე დაინიშნა

იუნესკოს ახალ გენერალურ დირექტორად საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ოდრი აზულე დაინიშნა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, იუნესკოს დღევანდელი სხდომა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე აზულეს დანიშვნას 131 ქვეყანამ დაუჭირა მხარე, ხოლო 19 ქვეყანა წინააღმდეგი იყო.

მედიის ცნობით, ოდრი აზულეს ოპონენტი ყატარელი დიპლომატი ჰამად ბინ აბდულაზიზ ალ-კავარი იყო.

შეგხსენებთ, რომ იუნესკოს გენერალური დირექტორის პოსტს მანამდე ბულგარელი ირინა ბოკოვა იკავებდა. ბოკოვა ამ პოსტზე 2009 წელს დაინიშნა და მოვალეობებს ორი ვადის განმავლობაში ასრულებდა. 

ცნობისთვის, იუნესკო გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უწყებაა, რომელიც განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამებითაა ცნობილი.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics