18:54 - 19 Jul, 2018
2017-11-10 15:05:00, 565 ნახვა
ნაურუს პრეზიდენტი „ოფიციალური ვიზიტით“ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა

ოკუპირებულ აფხაზეთში "ოფიციალური ვიზიტით" ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა ჩავა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "ვიზიტი" 12 ნოემბერს არის დაგეგმილი.

"12 ნოემბერს რაულ ხაჯიმბა და ბარონ ვაკა მოლაპარაკებებს გამართავენ. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობასა და პერსპექტივებს განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ნაურუს დელეგაციაში ასევე შედიან: პარლამენტის დეპუტატი, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრი ჩარმინ სკოტი, პრეზიდენტის მრჩეველი და პარლამენტის დეპუტატი მილტონ დიუბი, გაერო-ში  ნაურუს ელჩი მარლენ მოუზესი. 

ცნობისთვის, ნაურუს დელეგაცია ოკუპირებულ რეგიონს ბოლოს 2016 წლის სექტემბერში სტუმრობდა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics