19:04 - 21 Jul, 2018
2017-11-10 14:15:30, 1103 ნახვა
შსს-მ ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1983 წელს დაბადებული ზ.ა., 1982 წელს დაბადებული ე.ი. და 1990 წელს დაბადებული ა.ბ., ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვ.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ზ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ე.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ა.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 15 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics