19:13 - 21 Jul, 2018
2017-11-09 15:10:14, 1070 ნახვა
გიორგი რუხაძე: ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფრთხე არ იკვეთება

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის გიორგი რუხაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში დარღვევების მხრივ, ვითარება საგანგაშო  არ არის.

მისივე განმარტებით,  დარღვევების - ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის,  საზღვარზე არ გადაშვების შემთხვევების ის რაოდენობა, რომლებიც ამ ეტაპისთვისაა დაფიქსირებული,   საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლაზე გავლენას ვერ მოახდენს.

რუხაძის განმარტებით, ამ დროის მდგომარეობით,  შეჩერების მექანიზმის  ამოქმედების არანაირი საფრთხე  არ იკვეთება.

"აშკარაა, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ეს ძალიან კარგია, თუმცა ის, რომ ხვალ და ზეგ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ გვემუქრება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყურადღება მოვადუნოთ. მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ სტატისტიკა იყოს დადებითი",-განაცხადა გიორგი რუხაძემ და დასძინა, რომ დარღვევების მიზეზი უფრო საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ვითარებიდან მომდინარეობს, ვიდრე-ინფორმაციის ნაკლებობიდან.

" ინფორმაციის ნაკლებობა ყველაზე ნაკლები მიზეზია დარღვევების, ეს მომდინარეობს საქართველოში არსებული ვითარებიდან, გაჭირვებიდან. საქართველოს ხელისუფლებამ მეტი   უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს მოქალაქეს არ გაუჩნდეს  სურვილი, არალეგალურად აღმოჩნდეს ევროკავშირის  რომელიმე ქვეყანაში  და შემდეგ იქ შავი სამუშაო შეასრულოს",-აღნიშნა გიორგი რუხაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics