19:17 - 21 Jul, 2018
2017-11-09 14:35:42, 1160 ნახვა
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტის შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ოჯახის წევრებმა „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, ბოლო პერიოდში პოლიციის მხრიდან მამაკაცზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მათი თქმით, გარდაცვლილს ემუქრებოდნენ და თანამშრომლობას აიძულებდნენ. გარდაცვლილის და აცხადებს, რომ ამირან კვირიკაშვილი ჯართს აგროვებდა და ამ საკითხზე ის ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში  რამდენჯერმე დაიბარეს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics