13:39 - 17 Jul, 2018
2017-10-28 14:58:09, 2534 ნახვა
Google-ის ინჟინერმა iPhone-ის კამერის ფარული შესაძლებლობები აღმოაჩინა

კორპორაცია Google-ის ინჟინერმა ფელიქს კრაუზემ საკუთარ ბლოგში iPhone-ის კამერის იმ ფუნქციის შესახებ  დაწერა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი პროგრამული "სოფტის" შემქმნელს, მომხმარებელზე თვალთვალი შეეძლება.

კრაუზეს მტკიცებით იმის მერე, რაც მომხმარებელი ახლადჩამოტვირთული პროგრამის კამერასთან წვდომას უშვებს, ის თვალთვალისგან დაცული აღარ არის. ინჟინერი წერს, რომ პროგრამას როგორც ფრონტალური, აგრეთვე ძირითადი კამერით სარგებლობა დაუბრკოლებლად შეუძლია. პროგრამისტმა ეს ნიმუშზეც აჩვენა.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს სისტემის თავისებურებაა და არა მისი ხარვეზი. მაგრამ ამ "თავისებურების" მეშვეობით, პროგრამის შემქმნელებს ადამიანებზე თვალთვალი შეუძლიათ.

კრაუზე iPhone-ის მომხმარებლებს ობიექტივზე სპეციალური ხუფის შეძენას ან სისტემის პარამეტრებში კამერის წვდომაზე აკრძალვას სთავაზობს, როგორც ალტერნატიულ გამოსავალს. პროგრამისტმა ამ "ხარვეზის" ახსნა-განმარტების მოთხოვნით Apple-ს უკვე მიმართა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics