16:41 - 15 Aug, 2018
2017-10-13 15:34:06, 1341 ნახვა
ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდეგაიზარდა

ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდეგაიზარდა, - ამის შესახებ VnExpress იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 40 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მედიის ცნობით, პროვინცია ხოაბინში 7 სახლი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მთლიანად განადგურდა.

როგორც სააგენტო წერს, პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 5 ათასზე მეტმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი უკვე დატოვა.

ცნობისთვის, შარშან ტროპიკული შტორმის და წყალდიდობის გამო ვიეტნამში 264 ადამიანი დაიღუპა. ზარალმა 1.75 მილიარდი შეადგინა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics