08:40 - 18 Jul, 2018
2017-10-13 14:51:58, 1029 ნახვა
ირანის შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა

ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე, სეიდ ჰამიდ კალანთარმა, სოფლის მეურნეობის სამეცნეირო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ნოდარ ხატიაშვილთან ერთად ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზები, წილკანსა და ჯიღაურაში დაათვალიერეს. მინისტრის მოადგილე ინ ვიტრო, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის და თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის ლაბორატორიებს ესტუმრა და მათ მუშაობას გაეცნო.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ სტუმარს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მხარეებმა აკვაკულტურის მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც ნოდარ ხატიაშვილმა აღნიშნა, ტბორებსა და აუზებში თევზის მოშენების კუთხით, ირანს დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

სეიდ ჰამიდ კალანთარმა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთებიც დაათვალიერა, ქართული მეღვინეობის ისტორიას გაეცნო და იშვიათი ჯიშების ყურძენი დააგემოვნა.

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



19 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
შსს-მ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა
„რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას“ - სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics